პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, დღეს გაიმართა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა და ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შეკრება, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილებები საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების შესახებ.