ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სოფლებში ძირითადად ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. თანაც გზასთან ერთად განათება. მოსახლეობისთვის ამ საკითხების მოგვარების გზა სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე გადის.
კონკრეტულად ქედის მუნიციპალიტეტისთვის ჯამში 750 ათასი ლარია გათვალისწინებული, თუმცა რისი გაკეთება იქნება პრიორიტეტული, ამაზე მოსახლეობა შეხვედრებზე საჭიროებების მიხედვით შეჯერდება.