ციხისძირის საბავშვო ბაღი დაიხურა - კოვიდი აღმზრდელს დაუდასტურდა

15 აპრილი 2021, 14:05 1138 ნახვა

ქობულეთში, ციხისძირის საბავშვო ბაღი ორი კვირით დაიხურა. კოვიდი დაუდასტურდა აღმზრდელ-პედაგოგს.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განმარტებით, ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა ადმინისტრაციის წარმოამდგენლებთან და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დასაქმებულ სხვა პირებთან, ამიტომ ეპიდემიოლოგებმა ბაღის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. 

ია ხალვაშის თქმით, ამ ეტაპზე ბავშვები თავს კარგად გრძნობენ და გამოხატული სიმპტომები არ აქვთ. 

ქობულეთში კორონავირუსის გამო ორი ბაღია დახურული, 27 ბაღში კი პროცესი მიმდინარეობს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი