ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ოფისზე, სავარაუდოდ, თავდასხმა მოხდა.
დილით ოფისში მისულ ოპოზიციური პარტიის წევრებს შენობის მინის კარი ჩამსხვრეული დახვდათ. შემთხვევის ადგილას იმყოფება კრიმინალური პოლიცია. ტერიტორია სპეციალური ლენტითაა შემოფარგლული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.
ეს ''ნაციონალური მოძრაობის'' ოფისის დაზიანების მეორე შემთხვევა.