კოვიდის გამო ქობულეთში კიდევ ერთი სკოლა დაიხურა 

14 აპრილი 2021, 15:33 3658 ნახვა

დაბა ჩაქვში, ჩაისუბნის მეორე საჯარო სკოლა დაიხურა. კოვიდი დაუდასტურდა მე-10, მე-11 და მე-6 კლასების მოსწავლეებს. ასევე ინფიცირებულია სკოლის ტექნიკური პერსონალი. ერთ-ერთი პედაგოგი ამბობს, რომ აღნიშნული მოსწავლეების სკოლის ბაზაზე არსებულ დღის პანსიონატშიც ირიცხებიან. იქ სულ 17 მოსწავლეა, რომლებიც საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს.

სასწავლო დაწესებულებაში გეგმიური PCR ტესტირება ორშაბათს ჩატარდა. სკოლა დღეს, 14 აპრილს დაიხურა და ონლაინ სწავლების მოდელზე გადავიდა. დირექტორი, ჯემალ ბასილაძე აცხადებს,  რომ ვირუსის გავრცელება სკოლის შიდა სივრცეს არ უკავშირდება, ინფიცირების შემთხვევები ოჯახური კონტაქტებია.

ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში ეს რიგით მე-8 საჯარო სკოლაა, რომელიც დროებით დაიხურა. 

ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით სკოლებში სწრებადობა 75% შეადგენს.

დღეს ქობულეთის სოფელ ლეღვას #1 საჯარო სკოლაში სწავლება საკლასო ოთახებში განახლდა, რომელიც კოვიდის გავრცელების გამო ორი კვირით დისტანციურ სწავლებაზე იყო. 

რაც შეეხება  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მხოლოდ გელაურის დასახლებაში არსებული მე-6 საბავშვო ბაღია დახურული. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი