გაუქმდეს ხუთდღიანი კარანტინი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული პირებისთვის - აქცია ''ქართული ოცნების'' ოფისთან 

14 აპრილი 2021, 12:58 743 ნახვა

„ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქციას მიმდინარეობს. „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები მოითხოვენ გაუქმდეს ხუთდღიანი საკარანტინე რეჟიმი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის.

ადგილი ჰქონდა, სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდმცაველებეს შორის, დაპირისპირებასაც. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სახელმწიფოს მიდგომა დისკრიმინაციულია, რაც ბევრ სირთულეს უქმნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს. 

მათი განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან უნდა მოეწყოს სპეციალური სამედიცინო პუნქტები, სადაც მოსახლეობას ტესტირება ჩაუტარდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი