14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი 2021, 12:33 1153 ნახვა

დღეს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. განათლების მინისტრმა თარიღი  ცნობილ  ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, დამანა მელიქიშვილს  მიულოცა , რომელიც 1978 წლის 14 აპრილს  განვითარებული მოვლენების  თვითმხილველია. დედაენის დღე 1990 წლიდან  1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა. 43  წლის წინ,  პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია და ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 ათასი  ადამიანი შეიკრიბა.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი