ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონამდე გაიზარდა

13 აპრილი 2021, 19:49 3476 ნახვა

ცნობილმა გერმანულმა სატრანსფერო ვებ-გვერდმა Transfermarkt-მა ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ფასი განაახლა.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ლიდერის 20 წლის კვარაცხელიას ღირებულება 15 მილიონი ევროა.

მარტის სანაკრებო მატჩების შემდეგ ქართველი შემტევის ღირებულება 5 მილიონი ევროდ გაიზარდა. 20 წლის ხვიჩა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია, ასევე კვარცხელია ყაზანური კლუბის ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე ფეხბურთელის სტატუსს ატარებს.

რაც შეეხება მთლიანად რუსეთის ჩემპიონატს აქ სატრანსფერო ფასის მიხედვით 20 წლის ქართველი მეხუთე ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა.

Transfermarkt-მა ასევე სხვა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებებიც განაახლა.

ტოპ 5 ქართველი ფეხბურთელის ღირებულება კი შემდეგია :

  1. ხვიჩა კავარაცხელია ‘’რუბინი’’ 15 მილიონი ევრო
  2. დათა ხოჭოლავა "შახტარი" 3,5 მილიონი ევრო
  3. გიორგი ჩაკვეტაძე "გენტი" 3,2 მილიონი ევრო
  4. ოთარ კიტეიშვილი "შტურმი" 3 მილიონი ევრო
  5. საბა ლობჟანიძე "ანკარაგუჯუ" 3 მილიონი ევრო.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში