ნიკა მელია პატიმრობაში რჩება 

13 აპრილი 2021, 15:52 983 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.

"მოსამართლემ გაახმოვანა ის გადაწყვეტილება, რომელიც იყო მიღებული. ამ გადაწყვეტილებას არავითარი შემხებლობა კანონთან არ აქვს. ეს გადაწყვეტილება იკითხებოდა უკვე პირველივე წუთებიდან. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა მეთოდით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ევროპულ ასპარეზზე. დღეს ყველაფერს აეხადა ფარდა და მათ მოითხოვეს პატიმრობის შეფარდება"-განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რომელმაც პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა.

„ჩინჩალაძე მომიკითხეთ“, – ასე მიმართა ნიკა მელიამ მოსამართლეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დარბაზში მოჰყვა შეძახილები – „მონა“.

"ეს იყო სრული ფარსი, ამაზრზენი. ნიღაბი მოიხადა პროკურატურამ. ისინი მთელი 2 თვის მანძილზე რასაც იტყუებიან და იძახიან თითქოს მის ხელშია გასაღები, გადაიხადოს და გამოვიდესო დღეს ამას წერტილი დაესვა. მიზანმიმართულად დააპატიმრეს ნიკა"- განაცხადა გიგი უგულავამ.

სასამართლო პროცესი 29 აპრილს, 13:00 საათზე გაგრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში