თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს

13 აპრილი 2021, 12:08 794 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელიას საქმეზე პროცესი იმართება. სხდომას ბრალდებული ნიკა მელიაც ესწრება.

ნიკა მელიას ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა ახალი მტკიცებულების დართვასთან დაკავშირებით.

" ნიკა მელია პოლიტიკური პატიმარია და მასთან მიმართებით ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება უნდა გაუქმდეს, ის უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან. არავითარი რისკი არ არსებობს იმაზე, რომ ნიკა მელია მიიმალება, ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს",- აცხადებს მელიას ადვოკატი.

დღევანდელ პროცესს ესწრებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

სასამართლოს შენობასთან იმყოფებიან მათი მხარდამჭერებიც.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი