მიმდინარე კვირაში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, „ფაიზერის“ მეორე დოზით აცრისთვის დარეგისტრირდნენ - ამირან გამყრელიძე

12 აპრილი 2021, 15:28 905 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელის განცხადებით, დღეიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციისთვის მორიგი ჯავშნების მიღება იწყება, ხოლო „ფაიზერის“ მეორე დოზის მისაღებად მოსახლეობას ჯავშნის გაკეთება ოთხშაბათს ან ხუთშაბათს შეეძლება.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ვაქცინაციის პროცესის გასამარტივებლად კლინიკებს აცრის კაბინეტები დაემატება.

„მინდა მოვუწოდო მოსახლეობას აცრებისკენ, 55 წელს ზემოთ. დღეს საღამოს გაიხსნება დაჯავშნის ფანჯარა, მოგეხსენებათ ყველა ადგილი  დაჯავშინილია, ამიტომ 4 მაისიდან 1 კვირის განმავლობაში იქნება ჯავშნების საშუალება "ასტრა ზენეკაზე"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს ასევე გამოცხადდება ჩაწერა „ფაიზერის“ მეორე დოზებზე აცრისთვის.

„ვინც პირველი გაიკეთა, 3 კვირის ინტერვალით,  21-28 დღის ინტერვალით კეთდება მეორე დოზა და მოსახლეობას ეცნობება, რომ ისევ იმ დაწესებულებაში, სადაც პირველი დოზა გაიკეთეს, უნდა დაჯავშნონ ადგილი და მივიდნენ ამ დღეების განმავლობაში. ეს მოსახლეობას ეცნობება ოთხშაბათს ან ხუთშაბათს. უმრავლესობას ეს ვადა 21 აპრილიდან ეწყება, ამიტომ მოსახლეობას საშუალება ექნება ერთი კვირით ადრე დაჯავშნონ მეორე აცრის კალენდარი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი