ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ კოდუა მეუღლისა და შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დავით კოდუა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.