ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია გრძელდება

12 აპრილი 2021, 12:11 912 ნახვა

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი გრძელდება. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ნამოხვანში კარვები დაშალეს, აქციის მონაწილეებმა გუმათში გადაინაცვლეს. მათი თქმით, პოლიციამ მათმიზანმიმართულად დაატოვებინა ტერიტორია, მიზეზად კი წყლის ადიდება დაუსახელეს, რისი საფრთხეც მათი თქმით, არ არსებობს. ქუთაისიდან ნამახვანის მიმართულებით გზა ცალმხრივად პოლიციას უკვე რამდენიმე დღეა გადაკეტილი აქვს, ხოლო მეორე მხრიდან, კარვების აღების შემდეგ, ტერიტორია პროტესტის მიზნით უკვე აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს - ისინი ნამახვანში შეკრების გაგრძელების უფლებას ითხოვენ. წუხელ გვიან ღამით აქცია გამართესნამახვან ჰესის მშენებლობის მომხრეებმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პროექტის განხორციელების პარალელურად ხეობაში ადგილობრივები  დასაქმდებიან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი