გარდა ბაქრაძისა და უგულავასი, პარტია ასევე დატოვეს ლევან თარხნიშვილმა, ირმა ნადირაშვილმა, ლევან თარხნიშვილმა, გოკა გაბაშვილმა და გივი თარგამაძემ აცხადებენ, რომ მათი ხედვები აღარ ემთხვევა პარტიის ლიდერის ხედვებს, მიიჩნევენ რომ აუცილებელი იყო ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება, თუმცა მათი პოზიციები ლიდერმა არ გაიზიარა.
გიგა ბოკერია აცხადებს, რომ წასული თანაგუნდელების მხრიდან კრიტიკა აუცილებელი არ იყო, თუმცა ის მათ აზრს პატივს ცემს, გიგი წერეთელი კი ამბობს, რომ როდესაც პარტიის ყოფილი ლიდერები კრიტიკულად ხედავენ მომავალს, ასევე უნდა აანალიზებდნენ თავად რა შეეშალათ.