''ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით გიგა ბოკერია აირჩიეს. გენერალურ მდივნად აკაკი ბობოხიძეა წარდგენილი, ხოლო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ გიგი წერეთელი.
თუმცა პარტიაში სიტუაცია ერთიანი არ ყოფილა, ყრილობის დაწყებამდე პარტია დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ დატოვეს, შემდეგ კი იგივე ნაბიჯი ლევან თარხნიშვილმაც და ცოტა ხნის წინ გივი თარმაგაძემ გადადგეს. აცხადებენ რომ ვერ იზიარებენ პარტიის ლიდერის იდეების ნაწილს და თვლიან, რომ პარტიაში ფუნდამენტური ცვლილებებია განსახორციელებელი.