2 ექიმს და 1 ექთანს სიცრუისთვის გირაო შეეფარდათ

08 აპრილი 2021, 20:10 1107 ნახვა

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის საქმეში ბრალდებულებს სასამართლო სხდომაზე დღეს, სიტყვით არ უსარგებლიათ და მათ ნაცვლად ადვოკატებმა განმარტეს, რომ მართალია ბრალდებულებმა ჩვენებები ნაწილობრივ შეცვალეს, თუმცა ამას არანაირი გავლენა ექნებოდა საქმეზე.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით კი, ის ინფორმაცია, რასაც ბრალდებულები აწვდიდნენ, არის მთავარი გარემოება, რის საფუძველზეც უნდა დადგინდეს, რამ გამოიწვია მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება და გარდაცვალება.

დაღუპული ექთნის ავდოკატებმა საგამოძიებო უწყებას მიმართეს, ჩატარდეს საგამოძიებო ექსპერიმენტი, რათა დეტალურად აღდგეს იმ დღის მოვლენები, როცა მეგი ბაქრაძის მდგომარეობა დამძიმდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი