ქვეყანა მესამე ტალღის ზღვარზეა.ზოგადი სტატისტიკის ზრდასთან ერთად ინფიცირებულთა მაჩვენებელი იზრდება სასწავლო დაწესებულებებში. ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში კიდევ ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდ 19, ამ ეტაპზე სკოლა არ დახურულა, ის კლასი, რომელშიც ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. ამ დროისთვის აჭარაში ჯამში დახურულია 9 სკოლა. ათობით კლასი კი ონლაინ რეჟიმში განაგრძობს სწავლას.