ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა

08 აპრილი 2021, 13:29 1291 ნახვა

ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში კორონავირუსი კიდევ ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა. ინფიცირებული მეექვსე კლასელია.

სკოლის დირექტორის განცხადებით, მოსწავლე სასწავლო დაწესებულებაში ბოლოს სამშაბათს, 6 აპრილს იმყოფებოდა. 

მარიზა აბაშიძის განმარტებით, კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის. 

''აღნიშნულ კლასს მეცადინეობა დღეს, 14:30 უნდა დაეწყოთ, მშობლები გავაფრთხილეთ და მოზარდები სკოლაში აღარ გამოცხადდებიან. ისინი 18 აპრილამდე დისტანციურ ფორმატში ისწავლიან'' - ამბობს დირექტორი. 

არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულები არიან მოსწავლის ოჯახის წევრებიც. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი