სატელეფონო საუბარი საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის

08 აპრილი 2021, 13:23 693 ნახვა

უკრაინაში განვითარებული მოვლენები და ქვეყნის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების გააქტიურებაზე ისაუბრეს საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბრისას შეშფოთება გამოხატა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სიტუაციის დაძაბვისა და კონფლიქტის ესკალაციისკენ მიმართული მცდელობების გამო. ასევე ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და უკრაინაში ოკუპაციის ფონზე არსებული სიტუაციის შესახებ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი