ქობულეთში, სოფელ გვარს ცენტრალურ გზასთან ახლოს ხანძარია. ცეცხლი თავდაპირველად ეკალ-ბარდს გაუჩნდა, მოგვიანებით კი თხილის ბაღზე გადავიდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობს.
აღნიშნულ ნაკვეთზე, მოქალაქეს თხილი და სხვა ხილი ჰქონდა გაშენებული. ამბობს, რომ ცეცხლმა ნარგავების დიდი ნაწილი გაუნადგურა.
არსებული ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰექტრამდე ფართობი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ლოკალიზებულია. მათივე განმარტებით ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი მუშაობს და გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები.
მათივე განმარტებით, დაშავებული არავინაა.