კორონავირუსის შემთხვევების გამო ბათუმში სკოლა-ლიცეუმი მასტერკლასი ხვალიდან დროებით იხურება 

06 აპრილი 2021, 13:05 4231 ნახვა

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ბათუმის სკოლა-ლიცეუმი მასტერკლასი ხვალიდან დროებით იხურება. კოვიდი თავდაპირველად ერთ-ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა, შემდეგ კი პედაგოგს და ორ კორდინატორს. მოსწავლეები მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში ისწავლიან. 

სასწავლო დაწესებულებაში ამბობენ, რომ დღეს მოსწავლეები სკოლაში გამოცხადდნენ და თუმცა მეორე ცვლაში გაკვეთილები აღარ ჩატარდება.

სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, მშობლებს აფრთხილებენ და ხვალიდან საკლასო ოთახებში სწავლის პროცესს შეაჩერებენ. ისინი განათლების სამინისტროსგან შესაბამის ბრძანებას ელოდებიან.

სკოლაში კორონავირუსზე ტესტირებაც ჩატარდა. 

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლის დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის პროცედურები დაწყებულია. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი