„დაუმორჩილებლობის წვეულებაზე“ დაკავებულების სასამართლო პროცესი

05 აპრილი 2021, 12:44 1023 ნახვა

მოძრაობა ,,სირცხვილიას’’ ოფისში დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინ დაწყებული  პროცესი 16:00 უნდა განაახლოს. გუშინ კი დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხნენ და გაეცნენ ვიდეო მტკიცებულებებს. დღეს კი ის პოლიციელები უნდა გამოკითხონ,  რომლებიც უშუალოდ აქტივისტების დაკავების პროცესში მონაწილეობდნენ. 3 აპრილს ე.წ-ლი კომენდატის საათის გაუქმების მოთხოვნით, ბათუმსა და თბილისში აქცია გაიმართა, რა დროსაც სამი მოქალაქე დააკავეს. გენრი დოლიძე, მუსიკოსი გიგა ნაკაშიძე და ,,გირჩის’’ წარმომადგენელი ირაკლი კუკანია, რომელიც მალევე გაათავისუფლეს ხელწერილით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი