კრიპტოვალუტით ვაჭრობის თაღლითური სქემა - დაკავებულია 11 პირი

04 აპრილი 2021, 12:15 2794 ნახვა

შსს-მ გამოავლინა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მასშტაბური საერთაშორისო სქემა. დაკავებულია 11 ადამიანი.  უწყების ცნობით, დანაშაული 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ის განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის გაზაფხულზე, ისრაელის მოქალაქემ, თანამზრახველებთან ერთად, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც დროის ხანგრძლივ პერიოდში ახორციელებდა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებასა და ჯგუფის წევრებს შორის განაწილებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი