ბზარები სკოლის კედლებზე - მე-16 სკოლა დაიხურა

03 აპრილი 2021, 18:15 6889 ნახვა

ბათუმის მეთექვსმეტე საჯარო სკოლაში ორშაბათიდან სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.  გადაწყვეტილება აჭარის განათლების სამინისტროში მას შემდეგ მიიღეს რაც შენობის ცენტრალურ ნაწილში კედლებზე ღრმა ბზარები გაჩნდა. 

არის თუ არა შენობა ავარიული და იქნება თუ არა ადგილზე სასწავლო პროცესის აღდგენა შესაძლებელი - ამას ექსპერტიზა დაადგენს. სასწავლო დაწესებულებაში ამჟამად, 882 მოსწავლე სწავლობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი