გაძვირებული პროდუქტები

02 აპრილი 2021, 15:14 1406 ნახვა

საქსტატის  მონაცემებით  მარტში ინფლაცია 7.2%-მდე გაიზარდა და პროდუქტები გაძვირდა. ყველაზე მკვეთრად - 35.8%-ით ზეთის და ცხიმის ფასმა მოიმატა,  13%-ით გაიზარდა ტკბილეულის ფასი,   პური  და პურპროდუქტები კი  7.7%-ით. სასურსათო მაღაზიების მფლობელები ამბობენ, რომ ფასების მატება იმპორტის გაძვირებამ განაპირობა. მოქალაქეების თქმით, მათი შემოსავალი იგივე დარჩა და ამ ფონზე სურსათი თითქმის  ყოველდღიურად ძვირდება. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი