17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მამაკაცს, რომელმაც ახალგაზრდა ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

01 აპრილი 2021, 16:44 1033 ნახვა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მამაკაცს, რომელმაც ახალგაზრდა ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. 

გამოძიება მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდა. 

შემთხვევა გასული წლის 30 ივნისს მოხდა. ბრალდებულმა ს.შ.-ს სახლში მიაკითხა, გაიყვანა ეზოში და შერიგება მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა,  ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა.

ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულის გადარჩენა კი სამედიცინო ჩარევის შედეგად მოხერხდა.

სამართალდამცველებმაიმავე დღეს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ის სასჯელს შეურაცხადობის გამო, სასამართლოს მიერ დაწესებული იძულებითი მკურნალობის შემდგომ მოიხდის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი