არაეფექტური გამოძიებები, უკანონო მიყურადება, ბავშვთა მიმართ ძალადობა, ფემიციდის გაზრდილი შემთხვევები, არაფორმალური მმართველობა საპყრობილეებში და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა - ამ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას ომბუდსმენი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიურ ანგარიშში. ნინო ლომჯარიას ანგარიშში მოხვდა მედიაგარემო, საუბარია აჭარის მაუწყებელში 2020 წელს განვითარებულ მოვლენებზეც. დოკუმენტში ცალკე თავები ეთმობა ნიკა მელიას, გიორგი რურუას, კარტოგრაფების, გიორგი შაქარაშვილის, ლუკა სირაძისა და თეიმურაზ აბაზოვის საქმეებს.