მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პრემიერის ამ განცხადებას გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციაში. უშუალოდ დიალოგის პროცესში ჩართული ოპოზიციის წევრების თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადება ადასტურებს, რომ რეალურად "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მოლაპარაკებების რაიმე შედეგით დასრულება არ სურდა.