იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 32 პირი დაჯარიმდა, რომლებიც „ვინოტელში“ იმყოფებოდნენ - შსს

01 აპრილი 2021, 10:12 981 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 32 პირი დაჯარიმდა, რომლებიც სასტუმრო „ვინოტელში“ იმყოფებოდნენ. უწყებაში ჯერ არ აკონკრეტებენ არის თუ არა დაჯარიმებულ მოქალაქეებს შორის თავად რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი. 

შსს-ს განმარტებით, საქართველოში ჩამოსული 41 პირიდან ცხრას წესები არ დაურღვევია.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრა პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. გვიან ღამითვე დაჯარიმდა სასტუმრო „ვინოტელი“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

სასტუმრო ''ვინოტელი'', სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში სტუმრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. პროტესტის გამო, რუსმა ჟურნალისტმა საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი