„ჯარა“-ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც აჭარის ველური ბუნებაა გადაღებული. პრემიერა დეკემბრის ბოლოსაა დაგეგმილი. ფილმი-ზღაპარი ადამიანისა და ცხოველების თანაცხოვრების შესახებაა გადაღებული. მთავარი გმირი ფუტკარია, საიდანაც ვითარდება სიუჟეტური ხაზი. ფილმში გამოდმოცემულია აჭარაში მეფუტკრეობის, ბაზიერობისა და სხვა უძველესი ტრადიციების თანაარსებობა თანამედროვე წეს-ჩვეულებებთან ერთად.