ლარის ახალი ანტირეკორდი და განახლებული კურსი. ხვალ ერთ დოლარს 3 ლარად 44 თეთრად იყიდით. ვალუტის ჯიხურებში კი უფრო მეტის გადახდა მოგიწევთ. დღეს სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში დოლარის ფასი 3 ლარსა და 50 თეთრს აღწევდა. 4 ლარი ღირდა 1 ევრო.
ვალუტის კურსის ცვლილების პარალელურად სურსათზე ფასები გაიზარდა, რის გამოც განსაკუთრებით უკმაყოფილო მომხმარებელია.
სპეციალისტთა ნაწილის აზრით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებულია, რაც ლარის სტაბილურობაზე ნეგატიურად აისახება.