მოუწესრიგებელი გზის პრობლემა აქვთ ქედაში, სოფელ მახუნცეთის მცხოვრებლებს.
გარდა იმისა, რომ წყლის გუბეები და ორმოები ადგილობრივებს აწუხებთ, სოფელს ვიზიტორები ხშირად სტუმრობენ, რის გამოც ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აუცილებლობას წარმოადგენს. თითქმის იგივე პრობლემა აქვთ სოფელ ბზუბზუს მკვიდრებსაც.
მოსახლეობის პრობლემების პასუხად აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ გზების მოწესრიგებისა და ხიდების მშენებლობისთვის თანხები გამოყოფილია.