Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები ინფიცირების რისკებს 90%-ით ამცირებენ - კვლევა

30 მარტი 2021, 12:42 338 ნახვა

აშშ-ში ჩატარებულ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული კვლევის შედეგების თანახმად, Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს კოვიდ 19-ის ვაქცინებმა პირველი დოზის მიღებიდან ორი კვირის ან მეტი დროის გასვლის შემდეგ ინფიცირების რისკი 80%-ით შეამცირა, - შესაბამის ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ამასთან, ინფიცირების რისკი 90% -ით შემცირდა მეორე დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ შეაფასა, თუ რამდენად შეუძლიათ ვაქცინებს დაინფიცირებისგან, მათ შორის უსიმპტომო დაავადებისგან. კვლევის ფარგლებში ვაქცინების ეფექტურობა აშშ-ის ექვს შტატში 13 კვირის განმავლობაში, 14 დეკემბრიდან  13 მარტამდე შეისწავლეს. კვლევაში 3 950 მონაწილე იყო ჩართული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში