კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შეხვდა

29 მარტი 2021, 14:23 780 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხვდება. „ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარტიის წევრი შალვა პაპუაშვილი.

შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმართება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონთან სავარაუდო შეთანხმების დეტალები განიხილეს. 

„ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც განვიხილეთ რამდენიმე დეტალი იმ სავარაუდო შეთანხმების, რომელზეც მიმდინარეობს დიალოგი. დღის განმავლობაში კიდევ გაიმართება შეხვედრები. გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა დღეს 18:00 საათზე და გაგრძელდება დეტალების განხილვა. ხვალ უკვე სავარაუდოდ, საერთო ფორმატში გაგრძელდება დიალოგი და დისკუსია'' - ამბობს ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი