საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება და ეს საკითხი დახურულია.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პოლიტპატიმრები ქვეყანაში არ არსებობენ.
''ჩვენ ამაზე საუბარი დავასრულეთ. ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის და ა.შ. ეუთო/ოდირის დასკვნები. მთელმა მსოფლიომ აღიარა ჩვენი არჩევნები და მოგვილოცა, რა არჩევნებზე მელაპარაკებით.
რაც შეეხება დიალოგს ის გრძელდება და მინდა ეს ოპტიმისტური მოლოდინი დავიტოვო, რომ ეს შეთანხმება შედგება. ჩვენი მხრიდან დესტრუქციას ადგილი არ ქონია, პირიქით ჩვენ ამის მომსწრენი გავხდით ოპოზიციის მხრიდან, როდესაც ჩაშალეს დიალოგი. ჩვენ მზად ვართ, რომ გონივრული და სამართლიანი კომპრომისი იქნას მიღწეული, ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე.
პოლიტპატიმრები ქვეყანაში არ არსებობენ, ეს არსებობდა თქვენი ბელადის, სააკაშვილის დროს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.