ქართველმა ძიუდოისტებმა თბილისის გრანდ სლემზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს

28 მარტი 2021, 19:37 1698 ნახვა

თბილისში ძიუდოში ისტორიული პირველი გრანდ სლემი დასრულდა. 26-28 მარტს მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ქართველი ძიუდოისტებმა 2 ოქროს ,3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ოქროს მედლები 60 კგ. წონით კატეგორიაში პირველ დღეს თემურ ნოზაძემ , ხოლო +100 კგ წონით კატეგორიაში დასკვნით დღეს გელა ზაალიშვილმა მოიპოვა.

ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ : ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) , ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) , ილია სულამანიძე (100კგ). ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) , ალეკო მამიაშვილმა (73კგ) , ტატო გრიგალაშვილმა (81კგ)და საბა ინანეიშვილმა (100კგ) მოიპოვეს. გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე მასპინძელი საქართველო გავიდა , მეორე პოზიცია კანადამ დაიკავა , ხოლო მესამე ადგილი მონღოლეთს დარჩა. ტურნირს თავდაპირველად გულშემატკივრები უნდა დასწრებოდნენ , თუმცა რამდენიმე ნაკრებში კორონიავირუსის ფაქტების დაფიქსირების გამო საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ ტურნირის მაყურებლების გარეშე ჩატარება გადაწყვიტა.

ამ ფაქტის გამო ასევე ტურნირიდან რამდენიმე ათეული სპორტსმენი ჩაეხსნა. აქამდე თბილისურ ტურნირს ძიუდოს გრანდ პრიზის სტატუსი ჰქონდა , თუმცა წელს პირველად ყველაზე მაღალი წოდება გრანდ სლემის წოდება მიიღო. საბოლოო ჯამში თბილისურ ტურნირზე 80 ქვეყნის 441-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი