თბილისში ჯავახიშვილის ქუჩაზე მოკლული ქალის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, მის შვილები კი გამოკითხვაზე იმყოფებიან - მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევას სავარაუდოდ წინ კონფლიქტი უძღოდა, მათივე თქმით, გარდაცვლილის ერთ-ერთ შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
85 წლის ქალის ცხედარს, რომელსაც ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.