ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან უმრავლესობის წევრების შეხვედრის პარალელურად აქცია გაიმართა, სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე სტიკერების გაკრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მობილიზებულმა პოლიციამ მათ არ მისცა. მათი თქმით ისინი აქციაზე „მოპარულ არჩევნებს“ აპროტესტებდნენ. ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის წევრების შეხვედრამდე პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდა.