ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

26 მარტი 2021, 17:20 1083 ნახვა

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე სოფელ დიზთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფ. დიზი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად (ერთ სამოძრაო ზოლზე) აღდგა.

უწყებაში აცხადებენ, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, რათა მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგეს.

აღნიშნულ მონაკვეთზე,  დღეს დილას ჩამოვიდა მეწყერი, რის გამოც აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი