გახსნილია კახეთში მომხდარი მკვლელობისა და სამი მოქალაქის დაჭრის ფაქტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ გუშინ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩუმლაყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილის მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს, შედეგად მანქანაში მყოფი ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენებმა ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს.