მესამე დღეა გარესამყაროს მოწყვეტილია შუახევში დარგულას უბანში მცხოვრები 15-მდე ოჯახი

26 მარტი 2021, 10:50 1021 ნახვა

მესამე დღეა გარესამყაროს მოწყვეტილია შუახევში, სოფელ ცხემლისში, დარგულას უბანში მცხოვრები 15-მდე ოჯახი.

მოსწავლეებს სკოლამდე მისვლა საცალფეხო ბილიკებით უწევთ. გზის ამ მონაკვეთზე ძლიერი წვიმების შედეგად ქვის ლოდები ჩამოწვა.  საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ტერიტორიის გასაწმენდად ლოდების აფეთქებაა საჭირო. 

შუახევში მეწყერი განვითარდა ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეების საავტომობილო გზაზეც. ასევე ჩაკეტილია მოძრაობა ქედაში, სოფელ სიხალიძეებში. ორი სოფლის 50 ოჯახი აქ შემოვლითი გზით სარგებლობს, რომელიც არსებულზე ორჯერ გრძელი და რთულად გასავლელია. 

გუშინ აღდგა მოძრაობა ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარა-საციხური-გელაურას მიმართულებით. მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტში, მესამე დღეა გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გახსნას, დიდი მოცულობის მეწყრული კერები აფერხებს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში