ახალი კონსტიტუციური პროექტის ინიცირება უახლეს დღეებში იგეგმება. ცვლილებები საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერის 3%-მდე დაწევას და პარლამენტში ფრაქციის შექმნისთვის საჭირო მინიმალური რაოდენობის 7-დან 4-დეპუტატამდე შემცირებას გულისხმობს.
კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად პარლამენტში მყოფი დეპუტატების მხარდაჭერა საკმარისი არ არის. დამატებით 17 დეპუტატის ხმაა საჭირო.
შეიკრიბება თუ არა საკმარისი რაოდენობის მხარდამჭერი და შედგება თუ არა ცვლილებები?