თოვლი, წვიმა და სტიქია აჭარაში. შუახევში, სოფელ ცხემლისში, ჩამოწოლილი ქვის ლოდების გასაწმენდად ბურღვითი სამუშაოები მიმდინარეობდა. გარესამყაროსაა მოწყვეტილ ოჯახებს კი საცალფეხო ბილიკებით უწევთ გადაადგილება. გზა იწმინდებოდა ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეების და ქედაში მერისი-სიხალიძეების მიმართულებითაც.
ხულოს მუნიციპალიტეტში ,დიდაჭარა-საციხური-გელაურის გზა ცალმხრივად გახსნილია. მეწყრული პროცესები მაღალმთიანეთის სამივე მუნიციპალიტეტში გუშინ განვითარდა.