ვაშლიჯვარში გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდება

25 მარტი 2021, 18:32 1077 ნახვა

უახლოეს დღეებში ვაშლიჯვრის ფერდობზე გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ განაცხადა. ირაკლი ბენდელიანის თქმით, ვაშლიჯვრის ფერდობზე განსახორციელებელი ღონისძიების ძირითადი მიზანია შემცირდეს მეწყრული პროცესები. ადგილზე გაკეთდება წინაღობა, თუმცა, მერიის ინფორმაციით, ეს იქნება დროებითი ღონისძიება, შემდეგ კი მეწყერულ ადგილზე უსაფრთხო მისასვლელი გზები მოეწყობა. ირაკლი ბენდელიანის თქმით, ძალაში რჩება აქამდე არსებული შეზღუდვები გადაადგილებასთან დაკავშირებით და ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე შეჩერებულია სამშენებლო პროცესი, თუმცა მერიის გადაწყვეტილებით, სამუშაოების შეწყვეტის საჭიროება, რასაც დამოუკიდებელი ექსპერტები და გეოლოგები მოითხოვენ, ამ ეტაპზე არ დგას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი