აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, მსგავსი ჭორი სამი წელია ესმის.
''უკვე სამი წელია, ყოველ კვარტალში ერთხელ მესმის აღნიშნული ჭორი. მინდა ყველა დაგამშვიდოთ. მე ვაპირებ, როგორც ამას ჩემი მანდატი ითვალისწინებს, 2024 წლამდე ვემსახურო როგორც რეგიონის მოსახლოებას, ასევე ჩემს ქვეყანას და რა თქმა უნდა თქვენ'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
დღეს მედიაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა.
ფოტო: აჭარის მთავრობა