ახალი კონსტიტუციური პროექტი მზადაა და დოკუმენტის ინიცირება უახლეს დღეებში იგეგმება. საუბარია ცვლილებებზე, რომელიც გულისხმობს საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერის 3%-მდე დაწევას და პარლამენტში ფრაქციის შექმნისთვის საჭირო მინიმალური რაოდენობის 7-დან 4-დეპუტატამდე შემცირებას. კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად პარლამენტში მყოფი დეპუტატების მხარდაჭერა საკმარისი არ არის. საკანონმდებლო ორგანოს გარეთ მყოფი სულ მცირე 17 დეპუტატის ხმაც საჭიროა.