ამერიკის სენატში ქართული პოლიტიკა განიხილეს

24 მარტი 2021, 20:07 1073 ნახვა

პოლიტიკური ოპონენტები ქვეყანაში კრიზისის ხელოვნურად შექმნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. „ყველა პარტიის ლიდერმა უნდა გააკეთოს ის, რაც  ქვეყნის დემოკრატიისთვისაა აუცილებელი'' - ასეთია მოწოდებები ვაშინგტონიდან.

ამერიკელი სენატორები ფიქრობენ, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯები, დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველსაყოფად და იმუშაოს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან. ამ განცხადებების შემდეგ, ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ამბობენ, რომ ქვეყნის ინტერესები საფრთხეშია, რაც სენატორების განცხადებებში პირდაპირ იკითხება.

„ქართულ ოცნებაში“ კი ყურადღებას განცხადებების იმ ნაწილზე ამახვილებენ, სადაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა თანაბრადაა განაწილებული. ასევე მმართველ პარტიაში თქვეს, რომ სენატორებმა ისაუბრეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესზე.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი