მედდის გარდაცვალებას კომისია გამოიკვლევს

23 მარტი 2021, 20:08 1262 ნახვა
00:00
00:00

ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილი მედდა მეგი ბაქრაძე  დღეს სოფელ ენთელში  დაკრძალეს. 27 წლის  ექთნის   ოჯახი  საგამოძიებო უწყებას ნდობას უცხადებს და გამოძიების შედეგებს ელოდება.  

შეიძლებოდა თუ არა ტრაგიკული შემთხვევის თავიდან აცილება - ამ კითხვაზე ითხოვს ახლა ოჯახი პასუხს და  ახლობლების თხოვნით  საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

ოჯახის ადვოკატს ახალციხის კლინიკა "იმედიდან" სამედიცინო ისტორიის ამსახველი დოკუმენტაცია  გადაეცა, თუმცა როგორც ის აცხადებს,  საქმეში არსებული დოკუმენტაცია არასრულია. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი