საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 01:10 საათზე, ქალაქ ონთან დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.