ვაქცინაცია 65-ს გადაცილებულთათვის

22 მარტი 2021, 20:12 1158 ნახვა

რამ გამოიწვია ახალგაზრდა მედდის გარდაცვალება, სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ პირველადი დასკვნა კვირის ბოლოსთვის უნდა გამოაქვეყნოს. მონაცემები კი "ასტრაზენეკასა" და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას გადაეგზავნება.  

სწორედ ახალციხეში აცრილი და გვერდითი მოვლენების შედეგად დაღუპული ექთნის შემდეგ, ვაქცინის გაკეთების მსურველთა აქტივობა დაბალია. ამ ფონზე კი ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთვება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის გასაკეთებლად უკვე 65 წელს ზევით ასაკის მოქალაქეები, 25 მარტიდან დარეგისტრირებას შეძლებენ.

იმუნიზაციის ექსპერტთა და ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭოს წევრები შეჯერდნენ, რომ  სამედიცინო პერსონალის გარდა, პროცესში მოწყვლადი ჯგუფი ჩაერთოს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში